Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის  18 ნოემბრის N 20051/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 300 000 ლარით.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 49 059 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 52 796 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 35 537 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 70  310 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 47 699 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 23 673 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 20 926  ლარი;

3. ბრძანების      ყველასათვის      ხელმისაწვდომ      ადგილზე      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს      უნივერსიტეტის      საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე